ოზონოთერაპია

მკურნალობა ცელულიტის

მკურნალობა სტრიების


ვიდეო კლიპები

მისამართი:
არაყიშვილის ქ.#9
შესასვლელი აბაშიძის ქუჩიდან

ტელ.: 220 212,
987-511,
8 (71) 220 212


ოზონოთერაპია

ეს შესანიშნავი მეთოდი ასი წლის წინ იქნა შემუშავებული. ოზონოთერაპია გამოსაყენებლად მარტივია და შესანიშნავი შედეგები აქვს. მისი საშუალებით შეიძლება არაერთი პრობლემის გადაჭრა.

ყველაზე ხშირად ოზონს ურევენ წყალს ან ზეთს და ამგვარად იღებენ მდგრად ნარევს (სუფთა სახით O3 არის ჟანგბადის არამყარი ფორმა; მასში ჟანგბადის მესამე მოლეკულა თავისუფალ მდგომარეობაშია). აირის უნიკალური თვისებები აიხსნება მისი ორმაგი ფუნქციით – ოზონი ერთდროულად არის დამჟანგველი და ანტიოქსიდანტი.

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ოზონი ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში – ექიმები ოზონით ამუშავებდნენ ცუდად შეხორცებად ჭრილობებს, მძიმე დამწვრობებს, განგრენას, ნაწოლებს, აჩერებდნენ ძლიერ სისხლდენას.

ოზონის თვისებები

• აფართოვებს სისხლძარღვებს, აჯერებს სისხლს ჟანგბადით
• აუმჯობესებს უჯრედოვან ცვლას, გამოჰყავს ტოქსინები და შლაკები
• აქვს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება
• გაახალგაზრდავება
• ანტიცელულიტური ეფექტი

ოზონი გამოიყენება მედიცინისა და სილამაზის ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა სფეროში: დემატოლოგიაში, გინეკოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, უროლოგიაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში, ნევროლოგიაში, ოფთალმოლოგიაში და სხვ.

ოზონოთერაპიამ ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვა კოსმეტოლოგიაში – ეს არის დაბერების პროფილაქტიკა, ცელულიტისაგან განთავისუფლება, სიმსუქნის თავიდან აცილება.

ოზონი ნაოჭების წინააღმდეგ

ოზონისა და ჟანგბადის ნარევით დაჩხვლეტა უბრუნებს კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს, აღადგენს მის დამცავ თვისებებს, ახდენს შეშუპებისა და თვალის უპეების ჩაშავების პროფილაქტიკას, აშორებს სისხლძარღვოვან ვარსკვლავებს, ასწორებს ღრმა ნაოჭებს და მთლიანად აშორებს წვრილ ნაოჭებს. ოზონოთერაპის პირველი სეანსის შემდეგ კანი იძენს ჯანსაღსა და გასხივოსნებულ ელფერს.

ოზონი ცელულიტის წინააღმდეგ

ოზონი ურთიერთქმედებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების ორნმაგ ბმასთან და ცვლის მათ თვისებებს, კი იწვევს ანტილიპიდური ჯაჭვის დაშლას. მიკროცირკულაციის გაუმჯობესების, ერითროციტების მიერ ჟანგბადის გადატანის გაუმჯობესებისა და ფიბროლიზური თვისებების გამო ოზონი ხელს უწყობს ცხომოვანი უჯრედის (ადიპოციტის) გარემომცველი შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურების ნაწილის გაწოვას, რასაც მოსდევს ადიპოციტის მეტაბოლიზმის ნორმალიზაცია.

ოზონოთერაპიის წინააღმდეგჩვენებები

• სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა
• ფარისებური ჯირკვლის დაავადებები

პროცედურის ჩატარება

მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს დასამუშავებელ ზონაზე უსვამენ გამაუტკივარებელ კრემს. აირი, რომელიც ხვდება კანში, ზემოქმედებს მასზე და იწვევს მსუბუქი წვის შეგრძნებას.

ოზონისა და მკვებავი ნივთიერებების კონცენტრაცია კოქტეილში განისაზღვრება ინდივიდუალურად ჩვენებებიდან გამომდინარე. თვით პროცედურა საკმაოდ მარტივია – კოსმეტოლოგი ჩხვლეტს კანს წვრილი ნემსით და შეჰყავს ნარევის მცირე რაოდენობა ოზონის სათანადო კონცენტრაციით.

პროცედურის ხანგრძლივობა განისაზღვრება ზემოქმედების ადგილით: სახეზე – 15-20 წუთი, დუნდულები, ბარძაყები და ზურგი – 20-30 წუთი. ოზონოთერაპიის კურსი შეადგენს 10-20 პროცედურას და ტარდება 1-3-ჯერ კვირაში.

გინეკოლოგიაში ოზონი გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ენდომეტრიტების და ა.შ. სამკურნალოდ.

ოზონოთერაპია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

• ორსულობის ბოლომდე მიყვანის შეუძლებლობა (რომლის ყველაზე ხშირი მიზეზებია უროგენიტალური ინფექციები და ნეიროჰუმორალური დარღვევები)
• უროგენიტალური ინფექციები: საშოს სანაცია ფურაცილინის ოზონირებული ნარევით და საშოში ოზონისა და ჟანგბადის ნარევის შეყვანა
• ორსულობის გესტოზები
• ორსულთა ანემიები, რომლებიც გვხვდება შემთხვევათა 50-80%-ში; ამ ფონზე კი ადრეულად ვითარდება ფეტო-პლაცენტარული უკმარისობა, რასაც მოსდევს ნაყოფის ჰიპოქსია და მისი განვითარების შეჩერება.
• ფეტო-პლაცენტარული უკმარისობა: მისი წარმოშობის მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს საშვილოსნოს და პლაცენტის სისხლის მიმოქცევის დარღვევა ნაყოფთან საკვები და ენერგეტიკული რესურსების, ჟანგბადის, იმუნოგლობულინებისა და სხვ. მიწოდების დაქვეითების გამო.
• საშვილოსნოსშიდა ინფექცია, ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.


© Studio LiNi. 2008. All Rights Reserved. webmaster