კოსმეტოლოგია

აკნეს მკურნალობა

აკნეს მკურნალობა ოზონით და ჟანგბადით

ვიდეო კლიპები

მისამართი:
არაყიშვილის ქ.#9
შესასვლელი აბაშიძის ქუჩიდან

ტელ.: 220 212,
987-511,
8 (71) 220 212


აკნეს მკურნალობა ოზონისა და ჟანგბადის ნარევით

დერმატოლოგიაში ოზონოთერაპია გამოიყენება კანის დაავადებების: აკნეს, ატოპიური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ეგზემის სამკურნალოდ.

კოსმეტოლოგიაში ოზონოთერაპია გამოიყენება სახის გასაახალგაზრდავებლად, კანის ტონუსის გასაძლიერებლად. ოზონოთერაპია კომპლექსურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელ მოქმედებას. ამასთანავე, ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირება, აღდგება კანის მიერ ტენის შეკავების ბუნებრივი თვისება. აღნიშნულის შედეგად ხდება ნაოჭების გასწორება, მიიღება გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური.

ზოგადი ოზონოთერაპია გამოიყენება დისბაქტერიოზის, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სამკურნალოდ.

ოზონოთერაპია ასევე გამოიყენება მეანობასა და გინეკოლოგიაში ორსულთა ანემიის, ნაყოფის ჰიპოტროფიის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირების რისკის და ა.შ. შემთხვევებში.

ოზონოთერაპია პარენტერალური (ინტრავენური, კუნთშიდა) შეყვანით აუმჯობესებს ტროფიკულ პროცესებს ორგანოებსა და ქსოვილებში, ამასთანავე აწესრიგებს ჰორმონულ ფონს, ხდება იმუნიტეტის გამოხატული სტიმულირება და მკვეთრად აქტიურდება ორგანიზმის დაცვის დეტოქსიკაციური სისტემა.

არაქირურგიული ლიპოსაქცია – ოზონ-ჟანგბადი ნარევის შეყვანა კანქვეშ ცელულიტისა და ადგილობრივი ლიპოდისტროფიის დროს.

ლიპოკორექცია და ოზონოთერაპია – აპარატული (ვაკუუმის ან ვაკუუმ-ვიბრაციული) მასაჟი ოზონირებული ანტიცელულიტური გელით ცელულიტისა და ადგილობრივი ლიპოდისტროფიის დროს.

ოზონის მოქმედება ცელულიტის მკურნალობის დროს წარმოებს სხვადახვა მექანიზმების ხარჯზე. ოზონი შედის ურთიერთქმედებაში უჯერი ცხომოვანი მჟავების ორმაგ ბმასთან და ცვლის მათ თვისებებს, რასაც მოსდევს ლიპიდური ჯაჭვის დაშლა და ჰიდროფობული ლიპიდების ნაკლებად მდგრად ჰიდროფილურ ლიპიდებში გადასვლა. მიკროცირკულაციის, ერითროციტების მიერ ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებისა და ფიბრინოლიზური თვისებების
გაუმჯობესებით ოზონი ხელს უწყობს ადიპოციტის გარემომცველი შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურების ნაწილის გაწოვას, რასაც მოჰყვება ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზება.


© Studio LiNi. 2008. All Rights Reserved. webmaster