|
|||||||
|
| |||||||
|
გთავაზობთ კანის გაახალგაზრდავების Elos ტექნოლოგიას.
კანის გაახალგაზრდავების პროცედურა Elos დამყარებულია სინათლის ენერგიისა და მაღალი სიხშირის ელექტროდენის კომბინირებულ მოქმედებაზე. ენერგეტიკული ნარევი ერთდროულად ღრმად წმენდს კანს და ჭიმავს მას. Elos ტექნოლოგიის დასახელება აღნიშნავს ელექტრო-ოპტიკურ სინერგიზმს. დამუშავებადი ზედაპირის აქტიური გაცივება ხელს უშლის ეპიდერმისის გადახურებას და ამით მინიმუმამდე ამცირებს არასასურველ გვერდით ეფექტებს. დღესდღეობით ძალზე გარუჯული კანის გაახალგაზრდავებაც შესაძლებელია. კანის გაახალგაზრდავების მოძველებული მეთოდები კანის გაახალგაზრდავებისა და მისი თავისებურებების გაუმჯობესების სფეროში უკანასკნელი წლების მიღწევები ძირითადად ფიზიოლოგიურ, არაინვაზიურ მეთოდებს უკავშირდება. ამ მეთოდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინათლის ენერგია. ექიმები თავიდანვე ძალზე მაღალ მოთხოვნებს უყენებდენ კანის გაახალგაზრდავების ეფექტურსა და გვერდითი მოვლენებისაგან თავისუფალ სისტემას. საჭირო იყო კანის შემაერთებელი ქსოვილის მაქსიმალურად სქელი შრის ტემპერატურის გარკვეულ ზღვრამდე გაზრდა ეპიდერმისის გადახურების გარეშე. სამწუხაროდ, კანის გაახალგაზრდავების ფოტო- და ლაზერული მეთოდები ძალზე აგრესიულად ზემოქმედებენ ეპიდერმისზე და იწვევენ ისეთი უარყოფითი ეფექტების განვითარებას, როგორიცაა არასასურველი პიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, დამწვრობა, კანის დანაწიბურება. კანის გაახალგაზრდავების, პიგმენტური და სისხლძარღვოვანი დაზიანებების მკურნალობისა და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებელმა პროცედურებმა, რომლებიც დამყარებულია სინათლის ენერგიის ინდივიდუალურ გამოყენებაზე (ლაზერის ან ფოტონათურების სახით), ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზღვარს მიაღწიეს. ამ მეთოდების გამოყენების ხანა დამთავრდა. რას წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავების სისტემა Elos? კანის გაახალგაზრდავება ნიშნავს ნებისმიერი წარმოშობის პიგმენტაციის, ხილული სისხლძარღვოვანი დეფექტებისა და კანის სიწითლის მოცილებას დეფექტის ადგილმდებარეობის მიუხედავად, იქნება ეს სახეზე, კისერზე, მკერდსა თუ ხელებზე. იმავდროულად მიღწეული უნდა იყოს კანის დაჭიმულობის, სიგლუვის, სხივოსნობისა და სიმკვრივის ვიზუალური ეფექტი. თუმცა კანის დაჭიმვის აღნიშნული ეფექტი კანის ქირურგიული დაჭიმვის მეთოდს არ შეედრება, პრაქტიკოსი ქირურგები მაინც დარწმუნებულნი არიან, რომ კანის გაახალგაზრდავების ახალი ტექნოლოგიის პროცედურის გამოყენებით ხდება კანის ქირურგიული დაჭიმვის აუცილებლობის გადავადება. სამკურნალო Elos სეანსის დროს ასევე გათვალისწინებულია სპეციალურად შემუშავებული Aloe Vera–ს სუფთა ზეთის შემცველი გელის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და მისი ტონის გამოსწორებას. ოდნავ შესამჩნევი სიწითლე და კანის უმნიშვნელო შეშუპება წარმოადგენს კანის ბუნებრივ, ნორმალურ რეაქციას მკურნალობაზე. აღნიშნული გამოვლინებები უკუვითარდება სეანსის დამთავრებისთანავე; ამიტომ პაციენტს შეუძლია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. პროცედურა არ არის რთული და არ მოითხოვს ადგილობრივ ან რაიმე სხვა სახის ანესთეზიას. მოსალოდნელია თუ არა სათანადო შედეგი თერაპიის მხოლოდ ერთი Elos სეანსის შემდეგ? დიახ, კანის დაჭიმვისა და გაახალგაზრდავების პირველი ეფექტი უკვე დაახლოებით მე-4 დღეს ჩნდება. მოცემული Elos სეანსით სტიმულირებულ საკუთრივ ორგანიზმის კოლაგენისა და ელასტინის გამომომუშავებას დაახლოებით 4-დან 5 კვირამდე სჭირდება. დაჭიმვისა და კანის სტრუქტურის გაუმჯობესების მიღებული ეფექტის დამკვიდრება საჭიროა 4–6 სამკურნალო სეანსის სერიით. Elos სეანსებს შორის აუცილებელია 5-6-კვირიანი ინტერვალების დაცვა. შემთხვევათა უმრავლესობაში კანზე არსებული კეთილთვისებიანი პიგმენტური და სისხლძარღვოვანი დაზიანებები პირველი სეანსიდან 1 თვის შემდეგ ქრება. ეფექტურობა, გვერდითი მოვლენების არარსებობა და პაციენტების კომფორტული მდგომარეობა პროცედურის დროს მიუთითებს, რომ მაღალი სიხშირის დენისა და სინათლის ენერგიის ერთობლივი გამოყენების სისტემა წარმოადგენს კანის გაახალგაზრდავებისა და განახლების, ფართო სპექტრის დაზიანებით გამოწვეული დეფექტების მოცილების შესანიშნავ და ძალზე სასურველ მეთოდს უამრავი პაციენტისათვის. ჩვენ გპირდებით დაბრუნებული ახალგაზრდობის ეფექტს
|
||||||
|
|
|||||||